1. პური, ბურღულეული, მაკარონის
ნაწარმი, ბრინჯი და კარტოფილი (6-11 ერთ. დღეში) წარმოადგენენ ენერგიის,
ნახშირწყლების, ბოჭკოების (უჯრედისი), ცილების, В ჯგუფის
ვიტამინების, რკინისა და სხვ. წყაროს. ეს პროდუქტები თქვენი საკვების საფუძველია.
1
ერთ. = პურის 1 ნაჭერი.
1
ერთ. = ½დესერტის თეფში ფაფა.
1
ერთ. = 1 დესერტის თეფში მომზადებული კარტოფილი.
1 ერთ. = 1 დესერტის თეფში სუფი.
2. ბოსტნეული და ხილი (5-8 ერთ. დღეში)
წარმოადგენენ ბოჭკოების (უჯრედისი), ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების
წყაროს. რაც უფრო მრავალფეროვანია რაციონი ბოსტნეულითა და ხილით, მით უფრო
უკეთესად არის საკვები ბალანსირებული. რეკომენდებულია მათი მიღება რამოდენიმეჯერ
დღის განმავლობაში (არანაკლებ 400გრ. დღეში).
1
ერთ. = საშუალო ზომის 1 ბოსტნეული ან ხილი.
1 ერთ. = 1 დესერტის თეფში მოხარშული ბოსტნეული.
1 ერთ. = 1 დესერტის თეფში ბოსტნეულის სუფი.
1 ერთ. = ½
ჭიქა ხილის წვენი.
3. ხორცი, ფრინველი, თევზი,
პარკოსნები, კვერცხი, ნიგოზი, თხილი (2-3 ერთ დღეში)
წარმოადგენენ ცილების,
ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყაროს.
მაღალი ცხიმიანობის მქონე ხორცი
და ხორცის პროდუქტების ჩანაცვლება უნდა მოხდეს პარკოსნებით, თევზით, ფრინველის
ხორცით ან უცხიმო ხორცით.
1 ერთ. =
85-90გრ.
ხორცი.
1 ერთ. = ქათმის ბარკლის ან
მკერდის ½ ნაწილი.
1 ერთ. = ¾ დესერტის
თეფში დაჭრილი თევზი.
1 ერთ. = ½ -1 დესერტის
თეფში პარკოსნები.
1 ერთ. = ½ კვერცხი.
1 ერთ. = 2 სუფრის კოვზი თხილი
ან ნიგოზი.
4. რძის პროდუქტები: რძე,
კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ყველი (2-3 ერთ. დღეში)
წარმოადგენენ ცილებისა და კალციუმის
წყაროს, რომლებიც უზრუნველყოფენ ძვლის სიმტკიცეს. რეკომენდირებულია რძე და რძის
პროდუქტები ცხიმისა და მარილების ნაკლები შემცველობით.
1 ერთ. = 1 ჭიქა (250მლ.)
მოხდილი რძე, რძე ან იოგურტი 1%-იანი ცხიმიანობით.
1
ერთ. = 1 ნაჭერი ყველი (30გ.) 20%-იანი ცხიმიანობით.
5. ცხიმები, ზეთები (2-3 ერთ.
დღეში) წარმოადგენენ ენერგიის, A და E ვიტამინების წყაროს. რეკომენდებულია ჯანმრთელობისათვის
სასარგებლო მცენარეული ზეთების (ზეითუნის, მზესუმზირის, სიმინდის, სოიის)
გამოყენება და ცხოველური (ნაჯერი) ცხიმების (კარაქი, მარგარინი და სხვ.)
მოხმარების შეზღუდვა.
ამისათვის აუცილებელია:
- იკვებოთ ნაკლებცხიმიანი პროდუქტებით (უცხიმო რძე,
მოხარშული კარტოფილი, უცხიმო ხორცი);
- მოამზადოთ საკვები ორთქლზე,
მიკროტალღოვან ღუმელში ან მოშუშოთ, მოხარშოთ და შემდეგ დაბრაწოთ;
- შეამციროთ ცხიმისა და ზეთის დამატება
საკვების მომზადების პროცესში.
1 ერთ. = 1
ს/კოვზი მცენარეული ზეთი (ჩვეულებრივი მარგარინი).
1 ერთ. = 2 ს/კოვზი დიეტური მარგარინი.
1 ერთ. = 1 ს/კოვზი მაიონეზი.
6. პროდუქტები, რომელთა მიღება უნდა შეიზღუდოს:
·
მარილი, რომლის საერთო რაოდენობა (პურში
და სხვა პროდუქტებში მისი შემცველობის გათვალისწინებით) დღის განმავლობაში არ უნდა
აღემატებოდეს 1 ჩ/კოვზს (6გ.). რეკომენდებულია იოდიზირებული მარილის გამოყენება;
- ალკოჰოლი (არა უმეტეს 2-3 ერთ. დღეში) და შაქარი (ტკბილეულობაში, ტკბილ სასმელებში, დამტკბარ პროდუქტებში მისი შემცველობის გათვალისწინებით). ეს პროდუქტები არ შეიცავენ ვიტამინებსა და სასარგებლო მინერალურ ნივთიერებებს, საკმაოდ კალორიულები არიან და ხელს უწყობენ სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტისა და კარიესის განვითარებას. ალკოჰოლის მოხმარება უნდა იყოს ეპიზოდური.
1 ერთ. = 30გ. (1 სირჩა) არაყი.
1 ერთ. = 110-120გ. (1 ბოკალი)
წითელი ღვინო.
1 ერთ. = 330გ. (1 პატარა ქილა)
ლუდი.
საუზმე:
·
1 თეფში ბრინჯის ფაფა (1 ერთ.)
დამზადებული დაბალცხიმიან (0.5%) რძეზე
(1/2ერთ.);
·
1 ნაჭერი პური (1 ერთ.);
·
1 ნაჭერი ყველი (1 ერთ.);
·
ჩაი ან ყავა.
სადილი:
·
1 დესერტის თეფში ბოსტნეულის სალათა (1
ერთ.) მზესუმზირის ზეთით (1 ერთ.);
·
1 დესერტის თეფში ბარდის სუფი (1 ერთ.);
·
1 ნაჭერი უცხიმო ხორცი (1 ერთ.);
·
1/2 დესერტის თეფში წიწიბურას ფაფა (1
ერთ.);
·
2 ნაჭერი პური (2 ერთ.);
·
1 ჭიქა წვენი (2 ერთ.).
ვახშამი:
·
1 ნაჭერი პური (1 ერთ.);
·
1 დესერტის თეფში ბოსტნეულის სუფი (1
ერთ.) ზეითუნის ზეთითა და მოხარშული
კარტოფილით (1 ერთ.);
·
1 პორცია თევზი (1 ერთ.);
·
ჩაი.
ძილის წინ:
·
1/2 ჭიქა კეფირი (1/2 ერთ).
No comments:
Post a Comment