კვების სრულფასოვნება მნიშვნელოვანწილად
განისაზღვრება რაციონის ბალანსირებულობით ისეთი საკვები ნივთიერებების მიხედვით
როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალური
ნივთიერებები.
ცილები - "აგურებია",
რომლისაგანაც შენდება ორგანიზმი და სიცოცხლისათვის ყველა აუცილებელი ნივთიერებები:
ჰორმონები, ფერმენტები, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.
ცხიმები ორგანიზმს
უზრუნველყოფენ ენერგიით, ცხიმში ხსნადი ვიტამინებით და სხვა სასარგებლო
ნივთიერებებით.
ნახშირწყლები
სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის ძირითადი წყაროა.
საკვები ბოჭკოები
- ხელს უწყობს საჭმლის კარგად მონელებასა და შეთვისებას, აუცილებელია
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს პროფილაქტიკისათვის.
მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები
უზრუნველყოფენ ნივთიერებეთა ცვლის პროცესებსა და საერთოდ, ორგანიზმის ნორმალურ
ფუნქციონირებას.
No comments:
Post a Comment