Thursday, February 13, 2014
კვების დრო
ჩემი აზრით ,ჯანმრთელობისთვის, სილამაზისთვის და წონის კლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანი რას
და რამდენს ჭამს,მაგრამ ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვების დროს და ინტერვალებს ყოველ საკვკების მიღებას შორის.
დღეს ეს თემა ძალიან აქტუალურია , საზოგადოების უმეტესი ნაწილი ებძვის ამ პრობლემეს და ამიტომ, გადავწყვიტე შემომეთავაზებინა ეს იმფორმაცია.
სასურველია ადამიანმა დღის განმავლობაში ჭამოს 3-4 საათში ერთხელ. 4 -ჯერ მცირე ულუფებით. ან სამი კვება(საშუალო) + 1 წახემსება. კვების ასეთი რეჟიმი მნიშვნელოვანია ადამიანის ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებისთვის (ლეპტინი, ადიპონექტინი) რომლებიც მადის ცენტრზე მოქმედებენ და იცავენ ორგანიზმს გადამეტებული კვებისგან. ასეთი რეჟიმით რეგულირდება ინსულინის გამოყოფაც.
სასურველია კვება გაღვიძებიდან პირველი 1 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ადამიანის მეტაბოლიზმის სტიმულირება ხდება სათანადოდ, ადვილად იწვის კალორიები. დღეისთვის კვლევები მიუთითებს იმას, რომ საუზმის გამოტოვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია დაუბალანსებელი კვებითი ქცევის ჩამოყალიბებაში და გადაჭარბებით კვებაში. საუზმის გამოტოვება ასევე ზრდის ადამიანში სტრესული ჰორმონების დონეს.
ყოველ ადამიანს დღის განმავლობაში გარკვეული ოდენობით კალორიები ესაჭიროება. კალორიების ოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე: ასაკზე, სქესზე, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, ფიზიკურ აქტიურობაზე, დაავადების არსებობაზე, საკვების შემადგენლობაზე და წამლებზე, რომელსაც შეიძლება მოიხმარდეს. მაგალითისთვის რომ ვთქვათ ამერიკული გაიდლაინების მიხედვით: 25 წლის მამაკაცს 168 სმ სიმაღლის, 63 კილოს პირობებში (სხეულის მასის ინდექსი 22), რომელიც ფიზიკურად მსუბუქად მაგრამ მაინც აქტიურია ესაჭიროება 2500 კილო კალორია დღის განმავლობაში. მაგ. ქალი: 160 სმ; 48 კილო (სხეულის მასის ინდექსი 18,8) ინერტული ცხოვრების წესით ესაჭიროება 1800 კალორიამდე საშუალოდ. ეს რიცხვები მრავალი ფაქტორის მიხედვით ვარირებს.
ფიზიოლოგიური ფაქტორები: ორგანიზმის ზრდა მოითხოვს მეტი კალორიის მიღებას, ორსულობის დროს კალორიების საჭიროება მცირედით იმატებს, ასევე ლაქტაციის დროს ენერგიაა საჭირო რძის პროდუქციისთვის. ენერგიის საჭიროება კლებულობს სხეულის მასის შემცირებასთან ერთად. ანუ რაც მეტს იკლებს ადამიანი წონაში, მით ნაკლები კალორია სჭირდება. ასევე ნაკლები კალორიაა საჭირო ასაკის მატებასთან ერთად, ეს როგორც წესი ჯანმრთელობის და ფიზიკური აქტივობის დაქვეითებასთან არის ასოცირებული. კალორიების საჭიროება მკვეთრად მცირდება განსაკუთრებით 70 წლის ზევით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment